საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით იურიდიულმა ფაკულტეტმა „კლევერინგას ლექციას“ უმასპინძლა

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 2023 წლის 29 ნოემბერს საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა.

 

ღონისძიება თსუ-ის ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ მორის პაულუსენმა გახსნეს.

 

საჯარო ლექცია ჩაატარა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუკ ვერჰეიმ, რომელიც არის ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. იგი სხვადასხვა წლებში იყო ასისტენტ-პროფესორი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტსა და უტრეხტის უნივერსიტეტში; ასევე, იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დეპარტამენტის იურისტი, შემდგომში ამავე დეპარტამენტის მრჩეველი და სახელმწიფო საბჭოს მრჩეველთა დეპარტამენტის წევრი.

 

აღსანიშნავია, რომ ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდის მხარდაჭერით პროფესორ რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად მიძღვნილი „კლევერინგას ლექციები“ ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს მრავალ ადგილას. 2023 წელს კი, აღნიშნულ მოვლენას საქართველოც შეუერთდა და წლევანდელი საჯარო ლექცია მიეძღვნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების განხილვას, კერძოდ, პროფესორმა ლუკ ვერჰეიმ ისაუბრა მონაცემთა დაცვის წესების გამოყენებაზე და განიხილა 2018 წელს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან დღემდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი გავლენა საქართველოზე.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

 

თარიღი: 05/12/2023